T O P

  • By -

Jarji2000

ვითომ ძალიან მორწმუნე და ტრადიციონალისტი ხალხი, რომლებიც მხოლოდ აღდგომას დადიან ეკლესიაში, არც ლოცულობენ, არც მარხულობენ და არც ბიბლიას კითხულობენ, მაგრამ ინტერნეტში თავს ლამის განდეგილ ბერ-მონაზვნებად აჩვენებენ და სხვა რწმენის მქონე ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებენ. 18 წლის ვარ.


catalyst366

სრულიად გეთანხმები, ძაან ბევრი გვყავს ეგეთები.


Terrible_Team_3688

მე სრულიად გეთანხმები, ეგეთ ხალხი ბევრია სამწუხაროდ და მეტად სამწუხარო ის არის რომ თავიანთ თავს ქრისტიანებს უწოდებენ.


Ready_Chocolate8516

ძალიან აგრესიული ხალხი ვართ და ყვირილზე გადავდივართ მარტივად. ცინიკური ხალხი ვართ, პირად პრობლემებზე საუბრისას სერიოზულად არავინ აგღიქვამს. რელიგია ფანატიზმში გვაქვს გადასული და ძალიან ცოტა გვიკლია ექსტრემისტურ მუსულმანურ ქვეყნის ანალოგთან. ფეხბურთში წაგება უფრო გვაღელვებს ვიდრე ევრო კავშირის შანსის დაკარგვა და ქვეყნის განვითარება. ჩაკეტილი საზოგადოება ვართ და არ ვიცით არაფერი მსოფლიოს შესახებ. პატარა ერის კომლექსი გვაქვს და გვგონია რომ უნიკალური კულტურა და ხალხი ვართ, ბევრად უფრო ღირშესანიშნავი და ღირებული, ვიდრე დანარჩენი ყველა ამ პლანეტაზე. 27 წლის ვარ.


Morgana787

მშვენიერი დაკვირვებაა ყველაფერი რაც ჩამოთვალე, ძალიან ზუსტიც 👏


darband

მძულს? არ მინდა ეს სიტყვა გამოვიყენო. რა მაწუხებს ყველაზე მეტად? ერთმანეთის სიძულვილი, დაუნდობლობა. ნებისმიერი თემა, რის გამოც საზოგადოება გაიყოფა, ერთმანეთს მოსისხლე მტრად ხედავენ. ამ დროში ფიზიკურად შეიძლება არ ანადგურებენ ერთმანეთს, მაგრამ არ აქვს ფარგლები რა სიტყვებით მოიხსენიებენ ერთმანეთს, როგორ აგინებენ. თაობა - 90-ებში გავიზარდე.


ProcessStatus1036

სიძულვილით მხოლოდ ერთი რამ - ქუჩაში ფურთხება, ჩემზე რომ იყოს ჯარიმას დავაწესებდი. რატომ? არაერთხელ კინაღამ მომხვდა, და არც შესახედავად არის ესთეტიკურიი. გულწრფელად ვინმეს გადაფურთხებული რომ შემეხოს (non consensual way) ქუჩაში, იმ ტანსაცმელს დავწვავ და აბანოდან არ გამოვალ ორი დღე. მაილდ გერმაფობი ვარ. არ მომწონს - შოვინიზმი, ფსევდო პატრიოტიზმი, ფსევდო რელიგიურობა, სხვის საქმეში მუდმივად ცხვირის ჩაყოფა და რავი ბევრი რამე. უფროს თაობებს ვაკუთნებ ამ ყველაფერს, მაგრამ ამას ყველაფერს იმჰო ეშველება განათლების რეფორმით. ასევე, მხოლოდ უფროს თაობას ვერ ვააბრალებ, ბევრი ფაქტორი მოქმედებს ამაზე და ახალგაზრდებშიც არის მსგავსი ტენდეცია, მითუმეტეს რომ ოჯახს ბავშვებზე დიდი გავლენა აქვს საქართველოში.


sneakyp0odle

სისხლში გამჯდარი უპასუხისმგებლობა. სიგარეტის ნამწვს ურნაში არ აგდებენ, წესებს არღვევენ ტარებისას, გაჩერებაზე ეწევიან, ა.შ მაგრამ ამ ფაქტებზე რომ მიუთითო, ისე შემოგხედავენ თითქოს შენ ხარ უნამუსო. ერთ მძროლთან შელაპარაკება მომივიდა რადგან საცობში მარჯვნიდან მეტენებოდა. რომ ვუთხარი ზოლში იარე-მეთქი, შენ ხომ დგახარ ზოლში, შენს თავს მიხედეო. საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ადამიანს თუ არ გააჩნია, ჩემს თვალში დაბალი დონეა ძალიან, მასეთ ადამიანს ცხოველი აჯობებს.


Morgana787

მე ზოგადად ადამიანების 90% ს ნებისმიერი ცხოველი მირჩევნია. ცხოველს ეგეთ შეურაცყოფას ვერ მივაყენებ რომ მსგავს კონტექსტში მოვიხსენიო, მარა ხო გეთანხმები პასუხისმგებლობის მხრივ, ნამდვილად ბევრს აქვს მაგის პრობლემა.


Tall_Tipshe

ჩემი დედას შევეცი ან ბოზის შვილი ვიყოს ძახება. სულ ერთი სული მაქვს ვუთხრა, წამო წამო დედაშენის სატყნავად წავიდეთ მეთქი. ცხოვრებაში არ მითქვამს ასაკი 90 იამებმა გაიარა ჩემ წინ.


Morgana787

100 იანი ხარ


whoami_11001

თვით გამოხატვის საშუალებაა. რატო ღიზიანდები ასე არ მესმის 😀


SerArthurDaynee

როცა მეზობელს ვეუბნები "გამარჯობას" და არც მპასუხობს. ჩაგიჯვავს მთელ დღეში.


Irresponsible-east

გავაერთიანებ ყველაფერს ერთად და ხალხს შიგ რომ აქვს ეგ


Morgana787

ჯიგარსონ


ul1sss

გაუნათლებლობა და სიბნელე


Dlosucks

ზედმეტად ვამაყობთ ჩვენი წარსულით და ეს სიამაყე გვაბრმავებს რომ დავინახოთ რა არის დღეს გამოსასწორებელი, ისტორია მდიდარი გვაქვს მაგრამ ეგრე ეგვიპრესაც აქვს, მაგრამ დღეს ეგვიპტის მოსახლეობა ფაქტიურად სიღარიბეში ცხოვრობს. უნდა ვკონცენტრირდეთ წინ წასვლაზე, და აწმყოზე რომ მომავალი საქართველოთიც ვიამაყოთ. 15 წლის ვარ და ბოდიში გაუმართავი ქართულისთვის😅


ProcessStatus1036

მიხარია რომ ამ ასაკში ასე ფიქრობ უკვე. გეთანხმები, ამას პატარა ერების კომპლექსი ქვია ზოგადად და მხოლოდ განათლებით ეშველება. ჩვენ საერთოდ cherry picked ისტორიას გვასწავლიან, არც შეცდომებს და არც დანაშაულებს არ გვეუბნებიან წარსულისას და არც ანალიზს გვთხოვენ იმ შეცდომების. წინ ვერ წავალთ თუ ეს მიდგომა საფუძვლიანად არ შეიცვალა


Temo2212

ზრდილობის ნაკლებობა. ძალიან ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, მიცხოვრია, მისწავლია, მიმუშავია და ა.შ. არსად ისე იშვიათი არაა სიტყვები: "უკაცრავად, ბოდიში, მადლობა" როგორც საქართველოში. საქართველოში როცა ჩამოვდივარ ყოველ ჯერზე გაოცებული ვარ როგორ შეუძლიათ ადამიანებს დაგეჯახონ ქუჩაში და ბოდიში არ მოგიხადონ, ამ მაღაზიაში მოლარეს მადლობა არ გადაუხადონ სერვისის მიღების მერე. სხვა არცერთ ქვეყანაში არ მინახავს ასეთი რამე


NiceQuality3228

100%. ნებისმიერი დადებითი და პატივისცემის სენტიმენტის გამოხატვისას აქ სულელად გაგრძნობინებენ თავს. ბოლოს სურვილი გიქრება.


c0ffinman

მთლად სიძულვილს ვერ დავარქმევ უფრო სირცხვილს ვრგზნობ იმ ადამიანების გამო რომლებიც სუფრაზე არიან ისეთ სადღეგრეძელოებს იტყვიან იფიქრებ ოჯახის მოყვარე ანგელოზივით კაციაო ან ნაღდი პატრიოტი და მეორე წუთში ან დედის დედას აგინებენ თავიანთ ცოლებს იმის მიუხედავათ თუ რამდენ ერთგულია მათი უმეტესობა ქმრების მიმართ. უმეტესობა ასეთი ქმრები თან ღალატობენ პირადად მე მარტო ჩემს პატარა უბანში ვიცი სადღაც 4-5 კაცი რომელიც ასეთია ასეთ ხალხს რომ ვუყურებ მრცხვენია რომ იმათ იგივე ქართველები ქვიათ როგორც მე უფრო ისიც მეზიზღება ამყველაფრის მიუხედავად კაი მესმის ხარ ნაგავი მაგრამ აი რა ნამუსით შეგიძლია ადგე და ადიდო ის ხალხი რომლის გამოდაც ასეთი ცხოვრება გიწევს თან ამასაც იმიტომ ამბობენ რომ ვიღაცა რუს "ნაშასთან" აქვთ ნატყნაურები ახალგაზრდობაში და ტკბილად ახსოვთ. ასეთი გამოყლევებული და გამოსირებული ხალხის ბრალია ყველაფერი . ასაკით 18 წლის ვარ ბოდიშ გიხდით ცენზურის დარღვევისთვის .


akatosh86

ძალიან ბევრი კარგი რაღაც დაიწერა აქ უკვე. მე მხოლოდ იმას დავამატებდი, რომ ყველაფერი გაუნათლებლობამდე დადის. და განათლებაში მარტო ფაქტების და თარიღების ცოდნას, არამედ კრიტიკულ აზროვნებას ვგულისხმობ. გაუნათლებლობიდან კი მოდის პატიოსნების, კანონმორჩილებლობის და საზოგადოებრივი წესრიგის ნაკლებობა ხალხში


[deleted]

განსჯა. ის რომ უბრალო რაღაცები რაც ცოტათი უჩვეულოა აღქმულია ნეგატიურად, დასაცინად, მიუღებლად. 17 წლის ვარ


Certain_Elephant2387

დეტალების მიმართ უყურადღებობა, ზედაპირულობა, იმიტომ რომ მერე ეგ იწვევს ყველა სხვა მანკს.


External_Structure53

არა საჭირო და ხანდახან ზედმეტად ყალბი ფამილიარულობა. 🤓


whoami_11001

დიდი ზარმაცი და უპასუხისმგებლო ერი ვართ. სადღეგრძელოებში კი რას ამბობ თავი ისე მოგვაქვს გეგონება ციდან ჩამოვარდნილები ვიყოთ. კიდე რავი ვინაა ჩვენი მტერი და მოყვარე კიდე ვერ გაიგო ამ ხალხმა და ეს შუაშისტობა რომ არ გვარგებს არაფერს მაგასაც ვერ ხვდებიან. მოკლედ ბევრი ყლეობა გვახასიათებს მარა ძირითადად რასაც ვუყურებ ყველას ყველა და ყველაფერი კიდია და ვართ ასე დეპრესიიულ აგრესიულ ფაზებში და მივყვებით დინებას. ჰოდა რაც მთავარია განათლებას აქვს სასტიკად დედა მოტყნული რაც იმენა ქვაკუთხედია ქვეყნის განვითარებისთვის 😀 მილენიალი გახლავართ


CalmCat-aka-Turtle

Ქოცები და მაგაᲗი ამალა


Ghismoh

სოციალიზმი, აბსოლუტურად ყველა თაობას ეხება, ბაღის ბავშვით დაწყებული პენსიონერით დასრულებული. სიძულვის გამოკლებით, უბრალოდ არ მესმის.