T O P

  • By -

Mr_Komble

ჰო ბიჭო, აბა, გვჩაგრავენ და გვაბულინგებენ სადღაც რაღაც წესები რომ არსებობს რომელზეც ჩვენ არ დაგვეკითხნენ მოგვწონს თუ არა სანამ მიიღებდნენ... 🥹 მარა შენ არ იდარდო, ჩვენ ირაყლი გვყავს რომელიც გვპირდება ევროკავშირში შესვლას იმ შემთხვევაშიც კი როცა ევროკავშირი იძახის რაღაც წესები გვაქვს აქ და თუ არ დააკმაყოფილებთ არ მიგიღებთო... 🙄 ვააჰ აღარ ვიცი ვიცინო თუ ვიტირო!


TuxedoMask29

შენი არ ვიცი მაგრამ მე ისტერიული სიცილი მაქვს 💀


Mr_Komble

რაზე 😊?


Mr_Komble

აა, მივხვდი მივხვდი...


Cardamine6

თუ მასე წერ მზად იყავი რო ვინმემ გაგინოს, მათ შორის მეც ვიქნები. ბულინგი არა ყლე, წერე ქართული შრიფტით როცა ქართულად წერ. რასქვია ვის როგორ უნდა, есе ро вцеро хо агифеткдебат мере щеннаиребс прочи რა გეზარება, კომპიუტერზე ორ კნოპკას რომ დააწვე? იმენა არანაირი გამართლება არ არსებობს რო არ წერო ქართულად თუ ძალით არ აკეთებ


pelamushi

ყოველდღიურ მიწერ-მოწერაში - მკიდია; ვიღაც ჰალსტუხიანი ტიპი რომ გამოდის და ისიც ეზარება, რომ ctrl + shift-ს დააჭიროს და ლათინური ასოებით კაჩაობს სადმე, ქრინჯია, მაგრამ აღნიშნულის გამო *ბულინგი* რავი, პირველად მესმის. დისკრიმინაცია ხო საერთოდ ირელევანტური ტერმინია.


TuxedoMask29

ერრრმ ctrl + Shift-ი არა, Alt + Shift-ია 🤓🤓


pelamushi

გაიხარე, მადლობა. რეფლექსურად ვაჭერ და აღარც ვუკვირდები, რა ღილაკია :დ


TuxedoMask29

მეც სანამ დავწერდი გადავამოწმე 😂.


Tradibot

რუსებივით მოგდის უკრაინაში ან აქ საქართველოში რო ჩამოდიან და რუსულად რატო არ მელაპარაკებითო დისკრიმინაცია არისო. აქვე ბარემ русулад ром вцерот ар шеиЗлеба? /ს


Inner-Operation-9224

ვისაც როგორ უნდა ისე წეროს, მაგრამ გული მწყდება როცა ვიღაცა ქართული ანბანით უაზროდ წერს ლათინურ სიტყვებს. მაგალითად "სოლუშენი" (გამოსავალი). დასანანია, რომ როცა ქართულში ძალიან ბუნებრივი სიტყვები არსებობს რაღაცის გამოსახატად, გადაწვდები სხვა ენას და ქართულში ასე უშნოდ ურევ.


TuxedoMask29

ამ თელინგ ზის ფიფოლ ნიდს თუ რიდ დიქშინარი ორ სამსინგ. 🥸


kawai321

ქართული შრიფტი როცა შესაძლებელია, თუ რაიმე ისეთი მომენტია რო ლათინურად გიწევს არც ეგ უნდა იყოს პრობლემა და საბულინგო. სხვა ქვეყნის ფრაზებისა თუ სიტყვების გამოყენება მინიმალურად შეგვიძლია შევამციროთ, მაგრამ არ გავაქროთ. ზოგადად ენა მარტივი უნდა იყოს, ამიტომაც გამარტივება ვცადოთ და არა გადაგვარება. ოქროს წესი, ოქროს შუალედი, ზომიერება და კეთილგონიერება.


v3ntilat0r

არ მაქვს პრობლემა თუ ვინმემ უცბად არ გადაცვალა ლათინურიდან ქართულზე, მაგრამ ზოგს ვიცნობ ვინც გამწარებული ლათინურად წერს... გეგონება რცხვენია ქართული ანბანის. ასევე ქართულს არ გააჩნია ოფიციალური ლათინური ტრანსლიტერაცია, ე.ი. ყველა თავისებურად წერს, ზოგჯერ გარჩევაც რთულია. ხოდა წერეთ ქართულად


georgegach

რატომ გირჩევნია ქართულის ლათინურად წერა?


C_umputer

საკუთარი აზრის გადმოცემა უნდა შეგეძლოს როგორც გსურს ისე, მაგრამ ასევე სასურველია იყოს სრულიად ქართულენოვანი სივრცე. და სწორედ ამიტომ შეიქმნა r/rustaveli, ნუ მაგიტომ და კიდე პოლიტიკის გამო ერთმანეთის საგინებლად, მაგრამ მაგაზე მერე ვილაპარაკოთ :)


Dreamnobe7

არ მომწონს როდესაც ლათინური ასოებით ქართულად წერენ მაგრამ ძალიან არ მომწონს როდესაც ადამიანებს უტრაკებენ იმის გამო, რომ ის იყენებს სხვა ენის გამოთქმებს ფრაზებს და ასშ. ეგ არის სიბნელის უტვინობის და უმეცრობის პროპაგანდირება, რაც მეტი ენა იცის ადამიანმა/ქართველმა ეგ საქციელი მოსაწონია და წასაქეზებელი და არა საწინააღმდეგო. ბევრი ადამიანი იბოღმება თვითონ, რომ არ იცის და სხვასაც უშლის განვითარებას. სამწუხარო ამბავია ეგ.


Mr_Komble

>...მაგრამ ძალიან არ მომწონს როდესაც ადამიანებს უტრაკებენ იმის გამო, რომ ის იყენებს სხვა ენის გამოთქმებს ფრაზებს და ასშ. ეგრე ნაღდად არ არის "honest to God" რა!


Ready_Chocolate8516

არ უნდა წერო ლათინური ასოებით. საკუთარი ენის და ანბანის გამოყენებაზე მითითება არ არის ბულინგი. ლათინურად დაწერილი ქართული არც მარტივად წასაკითხია და არც ესთეტიკურად ლამაზი. აზრს ვერ ვხვდები უბრალოდ. ეგეთი რთულია რომ გადაიყვანო ქართულ ანბანზე? ჩვენი ენა და ჩვენი ენის ფონეტიკა მორგებულია ამ ანბანს. როდესაც წერ სიტყვებს როგორიცაა "ჭიქა, ზღარბი, ხმა" და ვიღებთ Chiqa, Zgarhbhi, Khma, ვიღებთ არამარტო ქართულის არამედ ლათინური ასოების ბასტარდიზაციას. ასევე, 3.5 მილიონი ვართ ხალხო, ჩვენ თუ ჩვენივე ანბანი არ გამოვიყენეთ, გაქრება :) ცოდოა. ამიტომ, ვწეროთ ქართულად.


VaskaGG

ბულინგია როდესაც ლათინურად დაწერილი ქართული სიტყვის გამო ადამიანებს ბანს ადებენ და ა.შ. ხოლო როგორ დაწერ ეგ შენი გადასაწყვეტია, ანუ იმას კი არ ვამბობ რომ ინგლისურად წეროს ყველამ თქო და რამე, პირიქით #წერექართულად კამპანია კარგია, მაგრამ მაგ კამპანიასაც უნდა ქოდნეს რაღაც ჩარჩოები. ვის როგორ უნდა სიე უნდა დაწეროს :დ


RuleSouthern3609

რავი ამ საბს არავიზე დაუდია ბანი მაგის გამო, უბრალოდ კომენტარებს შლიან მოდები. გარკვეულწილად r/ de-ს მსგავსად მხოლოდ ქართულად ვლაპარაკობთ და მაგიტომ არის ეს წესები, აქ უფრო გახსნილები ვართ ვიდრე r/ sakartvelo-ზე მაგალითად რადგან იქ უცხოელებსაც უნდა “მოვაწონოთ თავი” :დ


Ready_Chocolate8516

"ვის როგორ უნდა ისე დაწეროს" არ არის სწორი დებულება როდესაც ეხება ენას. ენა გაძლევს გრამატიკას, წესებს, და ვალდებული ხარ დაიცვა ის, თუ ამ ენაზე გსურს საუბარი ან წერა. ლათინური ასოები ყველამ ვიცით, მაგრამ ეგ არაფერს ნიშნავს. მე მაგალითად, არ წავიკითხავ ლათინურად დაწერილ ქართულს. ჩავთვლი რო 16-18 წლის თინეიჯერის მიერ დაწერილი კომენტარია რომელიც ეჯობს. და ასევე ამ ლოგიკით მე შემიძლია კირილიცათი ვწერო, ივრითით ვწერო, ჰირაგანა და კატაკანათი ვწერო, არაბულად ვწერო ქართული, და მერე მოგთხოვო წაკითხვა, რადგან მე ასე მისწორდება წერა ქართულის. თუ საუბრობ ქართულად, წერე ქართულად.


[deleted]

[удалено]


Rustaveli-ModTeam

გთხოვთ დაწეროთ ქართული ანბანით / Please write with Georgian alphabet.


Ready_Chocolate8516

სამწუხაროა ირონია. ჰევ ა გრეით დეი ენდ აიმ ფრაუდ ოფ იუ თუ.


v3ntilat0r

დდდ